covid-19
კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 903 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 251 974-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 636 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 238 1737-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 022 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 189, საიდანაც, 3 367 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 733 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი,

სულ 6 ოქტომბრიდან - 21 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 743 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 231 ადამიანი.

Print