covid-19
საქართველოში ვირუსით ინფიცირების 1137 ახალი შემთხვევაა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 1137 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 251 071-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1179პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 238 101-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 998 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 946, საიდანაც, 3 478 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 735 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი,

სულ 6 ოქტომბრიდან - 20 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 535 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 813 ადამიანი.

Print