covid-19
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1794 პირი
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 469 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 249 934-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1794 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 236 922-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 987 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 999, საიდანაც, 3 567 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 745 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი,

სულ 6 ოქტომბრიდან - 19 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 466 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 504 ადამიანი.

Print