covid-19
საქართველოში ვირუსით ინფიცირების 1550 ახალი შემთხვევაა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 1550 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 249 465-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 494 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 235 130-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 973 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 336, საიდანაც, 3 656 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 775 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი,

სულ 6 ოქტომბრიდან - 18 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 434 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 865 ადამიანი.

Print