covid-19
კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 110 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 915-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1643 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 234 636-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 958 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 295, საიდანაც, 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 795 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 234 პირი,

სულ 6 ოქტომბრიდან - 17 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 360 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 714 ადამიანი.

Print