covid-19
რეგიონში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ბორჯომშია
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში ინფიცირების 27 შემთხვევა დაფიქსირდა, ბორჯომში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევაა ვირუსი აქ 18 პირს დაუდასტურდა.
ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:

* ბორჯომი -18,
* ახალციხე -8,
* ახალქალაქი - 1,

სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 329 პირი.

* ბორჯომში - 120,
*ახალციხეში - 119,
* ახალქალაქში - 14,
* ადიგენში - 39,
* ასპინძაში - 36,
* ნინოწმინდაში - 1.
იდენტიფიცირებულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 46 პირი. კვლევაში რჩება 44 ნიმუში.
ბოლო დღე-ღამეში რეგიონში გამოჯანმრთელდა 22 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 860 გახდა.

Print