covid-19
ბორჯომში კორონავირუსის 15 შემთხვევა დაფიქსირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან:

ბორჯომში-15
ახალციხეში-4
ასპინძაში-1

გამოჯანმრთელდა 23 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 838–მდე გაიზარდა.

ამ ეტაპზე კოვიდკლინიკებში 84 პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროში ერთი პირი იმყოფება.

გამოვლინდა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 13 პირია.

რეგიონში თვითიზოლაციაში 289 პირი იმყოფება, აქედან: ახალქალაქში - 17; ახალციხეში - 102; ადიგენში - 39; ბორჯომში - 91; ასპინძაში - 39; ნინოწმინდაში - 1;

ამ დროისათვის კვლევაში 19 ნიმუში რჩება.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 4 255–მდე გაიზარდა.

Print