covid-19
კორონავირუსის წარმოშობის გამოსაკვლევად ჯანმოს ექსპერტები უჰანში ჩავიდნენ
ახალი კორონავირუსის წარმოშობის და მისგან გამოწვეული ინფექციის, კოვიდ-19-ის ეპიდემიის დაწყების შესაძლო მიზეზების გამოსაკვლევად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისიის 13 წევრი ჩინეთში, ქალაქ უჰანში ჩავიდა.

ჯგუფში შედიან ექსპერტები აშშ-დან, ავსტრალიიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რუსეთიდან, ნიდერლანდიდან, ყატარიდან და ვიეტნამიდან.

ექსპერტები გამოკითხავენ ადამიანებს კვლევით ინსტიტუტებში, საავადმყოფოებსა და ზღვის პროდუქტების ბაზარში, რომელსაც ვირუსის გავრცელებას უკავშირებენ.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთის ქალაქ უჰანში 2019 წლის ბოლოს გამოვლინდა. 2020 წლის 11 იანვარს კი ვირუსს ქალაქში პირველი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Print