covid-19
საქართველოში ვირუსით ინფიცირების 1 143 ახალი შემთხვევაა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 1 143 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 239 229-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 617 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 225 335-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 773 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 095, საიდანაც, 3 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 837 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 261 პირი,

სულ 6 ოქტომბრიდან - 9 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 432 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 097 ადამიანი.

Print