covid-19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევაა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 612 ახალი შემთხვევიდან, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი 25 პირს დადასტურდა.


დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება:

თბილისში გამოვლენილია 670 შემთხვევა,

* აჭარაში - 118,
* იმერეთში - 257,
* ქვემო ქართლში -106,
* შიდა ქართლში - 107,
* გურიაში -29,
* სამეგრელო - ზემო სვანეთში - 145,
* კახეთში - 85,
* მცხეთა-მთიანეთში -56,
* სამცხე-ჯავახეთში - 25,
* რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში - 14.

რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4076–მდე გაიზრდა.

 

Print