covid-19
ვირუსისგან კიდევ 419 პირი გამოჯანმრთელდა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 1612 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 235 491-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 419 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 223 695-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 694 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 076, საიდანაც, 3 898 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 856 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი,

სულ 6 ოქტომბრიდან - 6 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 290 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 084 ადამიანი.

Print