covid-19
ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 594 ახალი შემთხვევაა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 594 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 229 763-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1963 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 222 405-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 628 პირი ემსხვერპლა.



Print