covid-19
კორონავირუსით კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 342 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 228 752-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 981პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 217 973-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 572 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 181, საიდანაც, 4 320 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი,

სულ 6 ოქტომბრიდან - 1 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 142 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 876 ადამიანი.


Print