covid-19
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 265 პირი
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 990 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 228 410-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 265 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 214 992-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 528 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 864, საიდანაც, 4 664 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 921 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 322 პირი,

სულ 6 ოქტომბრიდან - 30 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 136 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 732 ადამიანი.

Print