covid-19
გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 1527 ახალი შემთხვევა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 1527 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 227 420-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1282პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 211 727-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 505პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 162, საიდანაც, 5 104 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 004 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 332 პირი,

სულ 6 ოქტომბრიდან - 30 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 132 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 221 ადამიანი.


Print