covid-19
კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 1738 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 225 893-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1494 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 210 445-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 481პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 941, საიდანაც, 5 480 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 001 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 346 პირი,

სულ 6 ოქტომბრიდან - 20 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 069 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 670 ადამიანი.

Print