covid-19
საქართველოში ვირუსით ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევაა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 2 012 ახალი დადასტურებული შემთხვევა.


ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 224 155-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 638 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 208 951-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 443 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 735, საიდანაც, 5 480 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 001 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 346 პირი,

სულ 6 ოქტომბრიდან - 20 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 037 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 920 ადამიანი.


 

Print