covid-19
კორონავირუსით კიდევ 41 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 538 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 222 143-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 766 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 2036 313-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 41 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 418 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 386, საიდანაც, 5 624 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 019 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი,

სულ 6 ოქტომბრიდან - 20 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 0212 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 123 ადამიანი.

Print