covid-19
ბორჯომში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევაა
სამცხე-ჯავახეთში ინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ ბორჯომშია ვირუსი აქ 8 პირს დაუდასტურდა, სამხარეო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში სამცხე–ჯავახეთში
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 16 პირი, გამოსაკვლევია 9 ნიმუში.

ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:

* ბორჯომი -8,
* ახალციხე - 4,
* ახალქალაქი - 0,
* ადიგენი - 4.
* ასპინძა - 1,
* ნინოწმინდა - 0.

სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 554 პირი.

* ბორჯომში - 159,
*ახალციხეში - 198,
* ახალქალაქში - 78,
* ადიგენში - 69,
* ასპინძაში - 54,
* ნინოწმინდაში - 5.

ბოლო დღე-ღამეში რეგიონში გამოჯანმრთელდა 185 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 968 გახდა.

Print