covid-19
კორონავირუსისგან კიდევ 3 208 პირი გამოჯანმრთელდა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 1 097 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 221 605-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 208 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 203 547-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 377 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 655, საიდანაც, 5 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 009 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 441 პირი,

სულ 6 ოქტომბრიდან - 20 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 974 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 896 ადამიანი.


Print