covid-19
ბორჯომში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევაა
24 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთში ინფიცირების 29 შემთხვევა დაფიქსირდა, ბორჯომში კორონავირუსი 10 ადამიანს დაუდასტურდა,
სამხარეო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში სამცხე–ჯავახეთში
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 71 პირი, გამოსაკვლევია 44 ნიმუში.

ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:

* ბორჯომი -10,
* ახალციხე - 12,
* ახალქალაქი - 4,
* ადიგენი - 2.
* ასპინძა - 1,
* ნინოწმინდა - 0.

სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 615 პირი.

* ბორჯომში - 195,
*ახალციხეში - 170,
* ახალქალაქში - 95,
* ადიგენში - 76,
* ასპინძაში - 60,
* ნინოწმინდაში - 10.

ბოლო დღე-ღამეში რეგიონში გამოჯანმრთელდა 178 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 591 გახდა.


Print