covid-19
კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 1881 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 218 724-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 515 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 196 220-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 313 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 165, საიდანაც, 5 969ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 068 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი,

სულ 6 ოქტომბრიდან - 20 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 905 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 693 ადამიანი.


Print