covid-19
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2737 პირი
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 1972 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 216 843-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 737 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 194 705-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 276 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 19 836, საიდანაც, 6 149 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 068 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 453 პირი,

სულ 6 ოქტომბრიდან - 20 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 878 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 105 ადამიანი.

Print