covid-19
კორონავირუსით კიდევ 51 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 2 343 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 214 871-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 560 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 191 968-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 51 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 233 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 644, საიდანაც, 6 260 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 082 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი,

სულ 6 ოქტომბრიდან - 20 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 836 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 672 ადამიანი.

Print