covid-19
ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3064 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 212 526-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 740 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 188 408-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 182 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 910, საიდანაც, 6 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,
ამ ეტაპზე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427პირი,

სულ 6 ოქტომბრიდან - 20 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 799პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 006 ადამიანი.

Print