covid-19
ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 824 ახალი დადასტურებული შემთხვევაა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 209 462-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 227 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 184 668-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 140 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 22 628, საიდანაც, 6 627 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 236 პირი, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი,

სულ 6 ოქტომბრიდან - 20 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 741 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 292 ადამიანი.


Print