covid-19
ბორჯომში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევაა
20 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთში ინფიცირების 23 შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ ბორჯომშია. კორონავირუსი აქ 16 ადამიანს დაუდასტურდა,
სამხარეო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 58 პირი, გამოსაკვლევია 173 ნიმუში.
ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:

* ბორჯომი -16,
* ახალციხე - 4,
* ახალქალაქი - 3,
ასპინძაში, ადიგენსა და ნინოწმინდაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ ყოფილა.

სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 938 პირი.

* ბორჯომში - 256,
*ახალციხეში - 285,
* ახალქალაქში -121,
* ადიგენში - 155,
* ასპინძაში - 113,
* ნინოწმინდაში - 8.
ბოლო დღე-ღამეში რეგიონში გამოჯანმრთელდა 76 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 916 გახდა

Print