covid-19
ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათის, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 2 904 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 206 907-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 316 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 175 842-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 055 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 984, საიდანაც, 6 553 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 136 პირი, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი,

სულ 6 ოქტომბრიდან - 18 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 645 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 341 ადამიანი,


Print