covid-19
21 ინფიცირებული და 1 გარდაცვლილი 18 დეკემბერის სტატისტიკა ბორჯომში

18 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთში ინფიცირების 39 შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ ბორჯომშია. კორონავირუსი აქ 21 ადამიანს დაუდასტურდა,

სამხარეო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 88 პირი, გამოსაკვლევია 127 ნიმუში.
ბოლო დღე-ღამეში რეგიონში დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა 60 წლის მამაკაცი ბორჯომის მუნიციპალიტეტში გარდაიცვალა  82 წლის ქალი ახალციხის მუნიციპალიტეტში .
ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:

* ბორჯომი -21,
* ახალციხე - 9,
* ახალქალაქი - 0,
* ადიგენი - 6,
* ასპინძა - 3,
* ნინოწმინდა -0.


სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1091პირი.

* ბორჯომში - 278,
*ახალციხეში - 278,
* ახალქალაქში -139,
* ადიგენში - 269,
* ასპინძაში - 126,
* ნინოწმინდაში - 10.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 138 პირი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 758–მდე გაიზარდა


Print