covid-19
ბორჯომის სამედიცინო ცენტრში კოვიდ პაციენტების მიღება დაიწყო
ჯეო-ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში კოვიდ პაციენტების მიღება დაიწყო. ცენტრი ჰიბრიდული მეთოდით აგრძელებს მუშაობას. კოვიდ კლინიკაში 36 საწოლი და 6 მართვითი სუნთქვის აპარატია.

კლინიკაში ამჟამად 18 პაციენტი ჰყავთ. მათ შორის 17 ადგილობრივია.

ბორჯომის სამედიცინო ცენტრში პაციენტების მიღება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება.


Print