covid-19
ბორჯომში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა
15 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთში ინფიცირების 86 შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ ბორჯომშია. კორონავირუსი აქ 36 ადამიანს დაუდასტურდა, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა, აქედან 70 წლის მამაკაცი ბორჯომის მუნიციპალიტეტში 77 და 64 წლის მამაკაცები ადიგენის მუნიციპალიტეტში, და 63 წლის მამაკაცი ასპინძის მუნიციპალიტეტში.
ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:

* ბორჯომი -36,
* ახალციხე - 19,
* ახალქალაქი - 2,
* ადიგენი - 20,
* ასპინძა - 8,
* ნინოწმინდა -1.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 68 პირი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 505–მდე გაიზარდა
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1219პირი.

* ბორჯომში - 317,
*ახალციხეში - 325,
* ახალქალაქში -124,
* ადიგენში - 283,
* ასპინძაში - 154,
* ნინოწმინდაში - 16.

ამ დროისათვის ინფიცირებულთა კონტაქტში მყოფი 67 პირია გამოვლენილი, გამოსაკვლევია 135 ნიმუში.


Print