covid-19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევაა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1337 ახალი შემთხვევიდან, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 18 შემთხვევა დადასტურდა.


დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება:
თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა,

* აჭარაში - 212,
* იმერეთში - 147,
* ქვემო ქართლში - 168,
* შიდა ქართლში - 48,
* გურიაში - 16,
* სამეგრელო - ზემო სვანეთში - 74,
* კახეთში - 41,
* მცხეთა-მთიანეთში - 41,
* სამცხე-ჯავახეთში - 18,
* რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში -1.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 517, საიდანაც, 6 912 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

მძიმე პაციენტია 1 087, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 465 პირი,

საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 352 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 48 685 ადამიანი,

 

Print