covid-19
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა

განაცხადა ბერდია სიჭინავამ.საქართველოში ბოლო 24 საათის საქართველოში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 1337 ახალი დადასტურებული შემთხვევა.


ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 554 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 3 490 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 191 063-ს.”

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 498 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 161 681-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 839 პირი ემსხვერპლა.“ -


 

Print