covid-19
ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ ბორჯომშია
12 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთში ინფიცირების 94 შემთხვევა დაფიქსირდა აქედან ყველაზე მეტი შემთხვევა უკვე რამდენიმე დღეა ბორჯომშია, კორონავირუსი აქ 32 ადამიანს დაუდასტურდა.
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა და რეგიონში მათი რაოდენობა 30–მდე გაიზარდა. გარდაცვლილი ახალციხის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა,
ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:

* ბორჯომი - 32,
* ახალციხე -22,
* ახალქალაქი -12,
* ადიგენი - 22,
* ასპინძა -6,
* ნინოწმინდა -0

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 67 პირი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 332–მდე გაიზარდა
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1311პირი.

* ბორჯომში - 309,
*ახალციხეში - 402,
* ახალქალაქში -115,
* ადიგენში - 310,
* ასპინძაში - 159,
* ნინოწმინდაში - 16.

ამ დროისათვის ინფიცირებულთა კონტაქტში მყოფი 205 პირია გამოვლენილი, კვლევაში კიდევ 160 ნიმუშია.


Print