covid-19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 94 შემთხვევა დადასტურდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 146 ახალი შემთხვევიდან, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 94 შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, განაცხადა.
დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება:
თბილისში გამოვლენილია 1588 შემთხვევა,

* აჭარაში - 333,
* იმერეთში - 599,
* ქვემო ქართლში - 263,
* შიდა ქართლში - 263,
* გურიაში - 144,
* სამეგრელო - ზემო სვანეთში - 299,
* კახეთში - 243,
* მცხეთა-მთიანეთში - 83,
* სამცხე-ჯავახეთში - 94,
* რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში - 28.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 780 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 154 241-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 50 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 744 პირი ემსხვერპლა.- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.


Print