covid-19
კორონავირუსით კიდევ 50 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათის საქართველოში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 907 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
“ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 907 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 843 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 187 006-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 780 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 154 241-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 50 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 744 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 995, საიდანაც, 6 817 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 20 951 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 165 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 442 პირი,
სულ 6 ოქტომბრიდან - 11 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 243 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 190 ადამიანი, -განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

Print