covid-19
კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ ბორჯომშია, - რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 106 გახდა

10 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთში ინფიცირების 75 შემთხვევა დაფიქსირდა აქედან ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ ბორჯომშია, კორონავირუსი აქ 28 ადამიანს დაუდასტურდა.


სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის გიორგი მიქელაძის განმარტებით სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 3106 გახდა

ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:

* ბორჯომი - 28,
* ახალციხე -24,
* ახალქალაქი -3,
* ადიგენი - 12,
* ასპინძა -6,
* ნინოწმინდა -0

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 69 პირი და სულ მათი რაოდენობა 1 209 გახდა.
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1314 პირი.

* ბორჯომში - 336,
*ახალციხეში - 448,
* ახალქალაქში -117,
* ადიგენში - 291,
* ასპინძაში - 140,
* ნინოწმინდაში - 21.

რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 117 პირია მოთავსებული, აქედან ბაკურიანის სასტუმროებში 53– ახალციხეში 64.

მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 205-მდე პირი. ბოლო 24 საათში გარდიცვალების ახალი შემთხვევა არ დაფოქირებულა. სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსს 23 პაციენტი ემსხვერპლა.



 

Print