covid-19
3 045 გამოჯანმრთელებული 434 გარდაცვლილი, კოვიდ- სტატისტიკა საქართველოში
საქართველოში ბოლო 24 საათის საქართველოში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4570 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 636 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 718 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 918 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 178 953-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 045 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 148 332-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 657 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 938, საიდანაც, 6 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 453 პირი, ამ ეტაპზე 1 130 მძიმე პაციენტია,

სულ 6 ოქტომბრიდან - 9 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 139 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 724 ადამიანი, -განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

Print