covid-19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 73 შემთხვევაა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 734 ახალი შემთხვევიდან, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 73 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, განაცხადა.
დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება:
თბილისში გამოვლენილია 1 637 შემთხვევა,

* აჭარაში - 480,
* იმერეთში - 823,
* ქვემო ქართლში - 372,
* შიდა ქართლში - 381,
* გურიაში - 93,
* სამეგრელო - ზემო სვანეთში - 377,
* კახეთში - 328,
* მცხეთა-მთიანეთში - 143,
* სამცხე-ჯავახეთში - 73,
* რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში - 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების 27 456 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათ შორის, 6 900 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,
16 867 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 126 ადამიანი, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

Print