covid-19
კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათის საქართველოში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4734 ახალი დადასტურებული შემთხვევა.


ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
2 თვიანი ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 20 959 ტესტი, აქედან 13 166 ანტიგენი და 7 793 PCR.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 174 383-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 895 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 145 287-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე 1 614 გარდაცვალების შემთხვევაა.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 406 პირი, ამ ეტაპზე 1 147 მძიმე პაციენტია,

სულ 6 ოქტომბრიდან - 8 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 109 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 430 ადამიანი, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ

 

Print