covid-19
ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ ბორჯომშია
6 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთში ინფიცირების 76 შემთხვევა დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ ბორჯომშია , კორონავირუსი აქ 48 ადამიანს დაუდასტურდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 2801 გახდა

ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:

* ბორჯომი - 48,
* ახალციხე -17,
* ახალქალაქი -2,
* ადიგენი - 2,
* ასპინძა -7,

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 32 პირი და სულ მათი რაოდენობა 1045 გახდა.
გარდაიცვალა კიდევ სამი პაციენტი - სამივე მათგანი ახალციხის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა. სულ გარდაცვლილთა რაოდენობა რეგიონში 23-ს შეადგენს.
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1408 პირი.

* ბორჯომში - 316,
*ახალციხეში - 527,
* ახალქალაქში -127,
* ადიგენში - 274,
* ასპინძაში - 145,
* ნინოწმინდაში - 19.

რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 247 პირია მოთავსებული, აქედან ბაკურიანის სასტუმროებში 191 – ახალციხეში 56.

მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 118-მდე პირი.






Print