covid-19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევაა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4301 ახალი შემთხვევიდან, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 76 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, განაცხადა.
დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება:

თბილისში გამოვლენილია 1 615 შემთხვევა,

* აჭარა - 491,
* იმერეთი - 564,
* ქვემო ქართლი - 395,
* შიდა ქართლი - 253,
* გურია - 77,
* სამეგრელო - ზემო სვანეთი - 433,
* კახეთი - 236,
* მცხეთა-მთიანეთი - 175,
* სამცხე-ჯავახეთი - 76,
* რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების 27 434 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა მათ შორის, 6 897 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 16 568 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 452 პირი, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი

3 969 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში,

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 282 ადამიანი,
სულ 6 ოქტომბრიდან - 22 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია -19 986 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 551 296 ადამიანი,
- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.


Print