covid-19
კორონავირუსით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 14 396 ტესტი, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების Covid-19-ის 4 321 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 162 475-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 301 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 133 511-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე 1 504 გარდაცვალების შემთხვევაა. - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

Print