covid-19
ბორჯომში კორონავირუსის ანტირეკორდი დაფიქსირდა
5 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთში ინფიცირების 105 შემთხვევა დაფიქსირდა აქედან თითქმის ნახევარი ბორჯომშია, კორონავირუსი აქ 52 ადამიანს დაუდასტურდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 2725 გახდა

ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:

* ბორჯომი - 52,
* ახალციხე -21,
* ახალქალაქი -4,
* ადიგენი - 16,
* ასპინძა -9,
* ნინოწმინდა -3,

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 12 პირი და სულ მათი რაოდენობა 1013 გახდა.
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1425 პირი.

* ბორჯომში - 394,
*ახალციხეში - 545,
* ახალქალაქში -130
* ადიგენში - 279,
* ასპინძაში - 150,
* ნინოწმინდაში - 26.

რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 300 პირია მოთავსებული, აქედან ბაკურიანის სასტუმროებში 253 – ახალციხეში 47.

მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 122-მდე პირი.
რეგიონის მასშტაბით დღემდე გარდაცვლილია 21 ადამიანი.

Print