covid-19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 105 შემთხვევა დადასტურდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5450 ახალი შემთხვევიდან, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 105 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, განაცხადა.
დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება:
თბილისში გამოვლენილია 2053 შემთხვევა,

* აჭარა - 453,
* იმერეთი - 931,
* ქვემო ქართლი - 339,
* შიდა ქართლი - 528,
* გურია - 84,
* სამეგრელო - ზემო სვანეთი - 434,
* კახეთი - 386,
* მცხეთა-მთიანეთი - 104,
* სამცხე-ჯავახეთი - 105,
* რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 27 456 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. მათ შორის, 6 768 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 395 პირი,
სულ 6 ოქტომბრიდან - 4 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 19 904 პირი.
განაცხადა ბერდია სიჭინავამ.


Print