covid-19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 114 შემთხვევა დადასტურდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5068 ახალი შემთხვევიდან, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 114 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, განაცხადა.
დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება:
თბილისში გამოვლენილია 1 959 შემთხვევა,

* აჭარა - 483,
* იმერეთი - 980,
* ქვემო ქართლი - 296,
* შიდა ქართლი - 222,
* გურია - 122,
* სამეგრელო - ზემო სვანეთი - 408,
* კახეთი - 335,
* მცხეთა-მთიანეთი - 130,
* სამცხე-ჯავახეთი - 114,
* რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 152 704-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 336 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა-126 904-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაიცვალა 38 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 425 გარდაცვალების შემთხვევა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 24 349 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. მათ შორის, 6 671 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,
13779 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.


Print