covid-19
სამცხე-ჯავახეთში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ ბორჯომშია
1 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთში ინფიცირების 72 შემთხვევა დაფიქსირდა აქედან ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ ბორჯომშია, კორონავირუსი აქ 21 ადამიანს დაუდასტურდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 2351 გახდა

ბოლო მონაცემებით რეგიონში ინფიცირების შემთხვევები ასეთია:

* ბორჯომი - 21,
* ახალციხე -19,
* ახალქალაქი -5,
* ადიგენი - 14,
* ასპინძა -11,
* ნინოწმინდა -1,

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 44 პირი და სულ მათი რაოდენობა 835 გახდა.
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1514პირი.

* ბორჯომში - 296,
*ახალციხეში - 689,
* ახალქალაქში -139,
* ადიგენში - 266.
* ასპინძაში - 101,
* ნინოწმინდაში - 23,

რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 199 პირია მოთავსებული, აქედან ბაკურიანის სასტუმროებში 141 – ახალციხეში 58.

მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 176-მდე პირი.
რეგიონის მასშტაბით დღემდე გარდაცვლილია 18


Print