covid-19
საქართველოში ვირუსით ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევაა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 759 ახალი დადასტურებული შემთხვევა, განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ,

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 139 343-ს შეადგენს .

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3574 პირი, და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 117560- მდე.

კორონავირუსით 36 ადამიანი გარდაიცვალა და დღემდე სულ გვაქვს 1303 გარდაცვალების შემთხვევა.
სულ 6 ოქტომბრიდან-29 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-19 442 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51282 ადამიანი, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ

Print