covid-19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 74 შემთხვევა დადასტურდა
30 ნოემბერს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3216 ხალი შემთხვევიდან, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 74 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, განაცხადა.

დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება:

თბილისში გამოვლენილია 1622 შემთხვევა,

* აჭარა - 313
* იმერეთი - 517,
* ქვემო ქართლი - 187
* შიდა ქართლი -82,
* გურია - 19,
* სამეგრელო - ზემო სვანეთი - 160,
* კახეთი - 161,
* მცხეთა-მთიანეთი - 77,
* სამცხე-ჯავახეთი - 74,
* რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ქვეყანაში ამ ეტაპზე ინფიცირების 20 305 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა მათ შორის, 6 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი,

3 857 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში,

10 065 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 104 ადამიანი,



Print