covid-19
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 35 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4426 ახალი დადასტურებული შემთხვევა, განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ,

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 132 368-ს შეადგენს .

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3721 პირი, და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 110 049- მდე.

კორონავირუსით 35 ადამიანი გარდაიცვალა და დღემდე სულ გვაქვს 1230 გარდაცვალების შემთხვევა.

Print